12 აპრ 2026
ისლამაბადში ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის ორ რაუნდიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ნათლად განაცხადა თავისი წითელი ხაზების შესახებ, თუმცა ირანი არ დათანხმდა მათ პირობებს. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევის მოლოდინი ერთ სესიაზე არავის ჰქონდა. სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, თეირანი დარწმუნებულია, რომ მათსა და პაკისტანს, ასევე რეგიონში „სხვა მეგობრებს შორის“ კონტაქტები გაგრძელდება.