12 აპრ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის სულერთია შედგება თუ არა შეთანხმება ირანთან, რადგან რაც არ უნდა მოხდეს შტატები იმარჯვებს. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკული მხარე მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად არის. ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამარცხებულია. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მთავარი ამოცანა ახლა ჰორმუზის სრუტის გახსნაა, რათა სხვა ქვეყნებმა ნავიგაცია შეძლონ. ამავდროულად, მან მოკავშირეები უმოქმედობის გამო გააკრიტიკა.