12 აპრ 2026
რუსეთსა და უკრაინის ფრონტზე „სააღდგომო ზავის“ ძალაში შესვლის შემდეგ ორივე მხრიდან ისმის ბრალდებები შეთანხმების დარღვევის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე საათში უკვე აღინუსხა 500 დარღვევა. რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების ხელისუფლებამ დრონების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და დაშავებულების შესახებ განაცხადა. საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში გამოცხადდა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში. ამასთან, უკრაინულმა Telegram-არხმა ექსილენოვამ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ძირითადად, ფრონტის უმეტეს ნაწილში რეალურად მოქმედებს.