12 აპრ 2026
საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ, მათ შორის ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა. წირვა-ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. ლიტურგიის მსვლელობისას შესრულდა აღდგომის საგალობლები და აღევლინა ლოცვები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა წლევანდელ აღდგომას, რადგან 49 წლის შემდეგ პირველად, მრევლი ამ დიდ დღესასწაულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარეშე შეხვდა. ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ ვრცლად ისაუბრა პატრიარქის მრავალწლოვან მოღვაწეობაზე და მის განსაკუთრებულ როლზე ეკლესიისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნა, რომ ილია II მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აჭარაში ეკლესიების გახსნასა და საეკლესიო ცხოვრების გაძლიერებაში