საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე

12 აპრ 2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ღამით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში შესრულდა. წელს სააღდგომო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. წაიკითხეს სააღდგომო ეპისტოლეც.
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა ეპისტოლეს დიდი ნაწილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიუძღვნა და ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უწმინდესი ერის მოქცევას და გაერთიანებას გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს.