უფასო მგზავრობა სააღდგომოდ

12 აპრ 2026

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  ბათუმში 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, სადღესასწაულო დღეებში სერგი მესხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის გაცალმხრივების გამო, #11 სამარშრუტო ხაზი, უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების გავლით, ხოლო # 2 და # 2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან.