უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება

12 აპრ 2026

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და საღამოს 7 ზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარი კანდიდატები მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის "ფიდესი" და პიტერ მაგიარის "ტისა" არიან. საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირეს უნგრეთის პრემიერმა და მისმა მთავარმა კონკურეტმაც. არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება.  დილის 11:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 37.98 პროცენტმა მიიღო, რაც 2022 წლის ამავე დროის მაჩვენებელს, 25.77 პროცენტს, მნიშვნელოვნად აღემატება.  უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები ოფიციალურად უნდა დაითვალონ არაუგვიანეს 18 აპრილისა, თუმცა ეგზიტპოლების შედეგებს უკვე საღამოსთვის ელოდებიან.