საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში

12 აპრ 2026

საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში - ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 66.01% შეადგინა, რაც თითქმის 5 მილიონი ამომრჩეველია.

 2022 წელს 15:00 საათისთვის აქტივობის მაჩვენებელი 52.8 პროცენტი იყო. როგორც უნგრული მედია წერს, უნგრეთის არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა ფიქსირდება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს.

მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი. გამარჯვების მთავარი კანდიდატები მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის "ფიდესი" და პიტერ მაგიარის "ტისა" არიან. უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები ოფიციალურად უნდა დაითვალონ არაუგვიანეს 18 აპრილისა, თუმცა ეგზიტპოლების შედეგებს უკვე საღამოსთვის ელოდებიან.