12 აპრ 2026
ქრისტიანული სამყარო თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთ უპირატესს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ბრწყინვალე დღესასწაულს წინ ორმოცდღიანი მარხვა უსწრებს რის შემდეგაც მორწმუნეები სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას დღესასწაულობენ. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, საღდგომო ლიტურგია პატრიარქის გარეშე ჩატარდა, მორწმუნეებმა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო გზავნილი მოისმინეს, ეპისტოლეს უდიდესი ნაწილი გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორეს განვლილ ცხოვრებასა და ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე მის დამსახურებას მიეძღვნა