დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

13 აპრ 2026

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

ბათუმში ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილებისთვის    სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივია. ამიტომ №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას გოგოლისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების გავლით მოძრაობს, ხოლო №2 და №2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილდებიან მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა დღესაც უფასოა.