13 აპრ 2026
ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში „ბარსელონამ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით - 90:61 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 16 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
„ბარსელონა“ 18 მოგებით და 8 წაგებით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 19 აპრილს, „ფორსა ლეიდას“ სტუმრად შეხვდება.