NBA-ს რეგულარული სეზონი დასრულდა

13 აპრ 2026

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში ბოლო მატჩები ჩაატარეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“.

„ორლანდომ“ „ბოსტონთან“ გასვლითი შეხვედრა 108:113 წააგო. გოგა ბითაძემ 16 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

ფლორიდელები ასპარეზობას პლეი ინში გააგრძელებენ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ საკუთარ მოედანზე „ბრუკლინს“ 136:101 სძლია. 

ქართველმა მოთამაშემ მოედანზე 17 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გავიდა. პლეი ოფის პირველ ეტაპზე მამუკელაშვილის გუნდის მეტოქე „ატლანტა“ იქნება.