ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს

13 აპრ 2026

საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება. მსოფლიო თასის საგზური ჩვენმა გუნდმა მალტაში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია იყო რომელიც 19:13 დაამარცხა. 

ფინალი დღეს, 21:30 საათზე გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქე მონტენეგრო იქნება. 

მსოფლიო თასზე იასპარეზებენ: ავსტრალია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო, ესპანეთი, საქართველო.