პრეზიდენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14 ნოე 2025

არარატ მირზოიანს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.