ჩვენ ეს შევძელით - პიტერ მადიარი

13 აპრ 2026

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის  „ტისას“ პარტიამ ვიქტორ ორბანის მმართველ პარტია „ფიდესზე“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მადიარმა  მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და იმის რწმენისთვის, რომ ეს შესაძლებელია. ამ გამარჯვების ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდება და უნგრეთი ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

უნგრეთის ვეტერანმა ნაციონალისტმა ლიდერმა, ორბანმა, გუშინ გამართულ არჩევნებში,  ძალაუფლება ახალბედა ცენტრისტულ-მემარჯვენეტისას“ პარტიასთან დაპირისპირებისას დაკარგა.

62 წლის ორბანს ევროპასა და შეერთებულ შტატებში კონსერვატორები დემოკრატიის „ილიბერალური“ მოდელის ორგანიზატორად მიიჩნევდნენ, თუმცა ქვეყნის შიგნით მან დაკარგა კეთილგანწყობა ამომრჩევლებში.  

ორბანის დამაჯერებელმა მარცხმა 45 წლის პეტერ მადიარის  ტისას პარტიას უნგრეთის 199-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მანდატების უმრავლესობა მოუტანა.