შეხვედრა ახლადდანიშნულ ელჩებთან

14 ნოე 2025

საქართველოს პრეზიდენტი ნატო-სთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია, ხოლო კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ვარლამ ავალიანი დაინიშნნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.