13 აპრ 2026
უნგრეთის ეროვნულ არჩევნებში „ტისას“ პარტიის ათასობით მხარდამჭერმა პიტერ მადიარის გამარჯვება იზეიმა. „ჩვენ ეს შევძელით. ტისამ და უნგრეთმა გაიმარჯვეს ამ არჩევნებში“, - აცხადებდნენ ბუდაპეშტის ცენტრში შეკრებილები. არჩევნებში
ოპოზიციის დამაჯერებელ გამარჯვებას ზეიმობდნენ არა მარტო დედაქალაქში. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დროშებით მსვლელობები მოეწყო, მადიარის პარტიის ისტორიული გამარჯვება მატარებელში მყოფმა მგზავრებმაც აღნიშნეს.
სოციალურ ქსელში თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, თუ როგორ იზეიმეს არჩევნების წინასწარი შედეგები. ეს არჩევნები ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად მიიჩნეოდა, რადგან ევროსკეპტიკოს ორბანს მისი 16-წლიანი მმართველობის განმავლობაში ბრიუსელთან ხშირი კონფლიქტები ჰქონდა, იმიგრაციიდან დაწყებული რუსეთთან სიახლოვით დამთავრებული.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ბევრმა უნგრელმა მიიჩნია არჩევნები თავისი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტად.