აშშ-ი დღეიდან ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს 

13 აპრ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტის ბლოკადას დაიწყებენ. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც ირანთან  ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო, რამაც ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება საფრთხეში ჩააგდო.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები ირანის პორტებში საზღვაო მოძრაობის ბლოკადას ორშაბათს დილიდან  დაიწყებენ.

ეს „მიუკერძოებლად განხორციელდება ყველა ქვეყნის გემების მიმართ, რომლებიც შედიან ან გადიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, მათ შორის არაბეთის ყურეში და ომანის ყურეში არსებულ ყველა ირანულ პორტში“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის  განცხადებაში.