რომის პაპმა ტრამპის კრიტიკას უპასუხა 

13 აპრ 2026

რომის პაპმა  სააგენტო „როიტერსს“ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მილიარდ 400 მილიონიანი  წევრის მქონე ეკლესიის ლიდერზე პირდაპირი თავდასხმის შემდეგაც, ირანის  ომის წინააღმდეგ გამოსვლას გააგრძელებს. ალჟირში, საიდაც პაპი ოთხ აფრიკულ ქვეყანაში 10-დღიან ტურნეს იწყებს, ლეო მე-14-მ ასევე განაცხადა, რომ ქრისტიანული გზავნილები  „ბოროტად გამოიყენება“.  

„არ მსურს მასთან დებატებში შესვლა. არ ვფიქრობ, რომ სახარების გზავნილი უნდა იყოს გამოყენებული ისე, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი აკეთებს“, – განაცხადა რომის პაპმა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა და ამ პოზიციას არ შეცვლის. 

დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი, საშინელია. მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.