ბეირუთში ლიბანის მთავრობის ისრაელთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

13 აპრ 2026

ბეირუთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას დაჯგუფების მხარდამჭერებმა ლიბანის მთავრობასა და ისრაელს შორის მოსალოდნელი მოლაპარაკებები გააპროტესტეს, ისინი  სკანდირებდნენ ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.

აშშ-ში ისრაელისა და ლიბანის  ელჩები 14 აპრილს ვაშინგტონში გამართავენ მოლაპარაკებებს, განაცხადეს ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურმა პირებმა. თუმცა, ორივე მხარე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, პარასკევს  სატელეფონო საუბარისას შეთანხმდნენ, რომ განიხილავდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადებას და აშშ-ის შუამავლობით ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების თარიღის დანიშვნას. თუმცა, ვაშინგტონში ისრაელის საელჩომ განაცხადა, რომ ისრაელმა უარი თქვა ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხილვაზე.