დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს

15 ნოე 2025

დღეს, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს.

შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ელჩეში უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.