ნიუ-იორკში ტრამპის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

13 აპრ 2026

ნიუ-იორკის ქუჩებში გამოსულმა ასობით ადამიანმა   მხარი დაუჭირა ირანთან მიმართებით  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის  პოლიტიკას. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებდნენ  „შეინარჩუნოს აღებული კურსი, რადგან  და დასძინა, ომ „ირანმა თავისი არჩევანი გააკეთა“. ტრამპმა განაცხადა, რომ დღიდან აშშ-ის საზღვაო ძალები დაიწყებენ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას.

აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებებზე ომის დასრულების შესახებ  შეთანხმებას ვერ მიაღწია, რამაც ორკვირიანი  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე შეუქმნა.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ განცხადება გაავრცელა,  რომელშიც ნათქვამია, რომ სრუტესთან მიახლოებული სამხედრო გემები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად ჩაითვლება და ირანის უსაფრთხოების ძალები მკაცრად და გადამწყვეტად იმოქმედებენ.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე  დაპირისპირებამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ძირითადად ირანსა და ლიბანში აშშ-ისა და ისრაელის დაბომბვის შედეგად, რყევები გამოიწვია გლობალურ ეკონომიკაში, მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი.