13 აპრ 2026
„ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა ყველა უნგრელს როგორც სამშობლოში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უდიდესი პატივია, რომ უფლებამოსილება მოგვანიჭეთ, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, ასევე უნგრელი ხალხის კეთილდღეობისთვის ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ“, - წერს მადიარი X-ზე.