13 აპრ 2026
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პეტერ მადიარი უნგრელი ხალხისგან მიღებულ ძალიან ძლიერ მანდატს ანტიკორუფციული ზომების განსახორციელებლად და უნგრეთის ევროკავშირში პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენებს - ამის შესახებ მან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მადიარი ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობით უნგრეთი აღარ ჩაერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და ითანამშრომლებს ევროპასთან.
მადიარის „ტისას“ პარტიის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წყალობით, ის შეძლებს ევროკავშირის მილიარდობით ოდენობის დახმარების განბლოკვას, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების შესახებ შეშფოთების გამო გაყინული იყო, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და წინა მთავრობის დროს ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემას.
პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაავალოს მას ახალი მთავრობის ფორმირება.