უნგრეთის არჩევნები ევროპულ მედიაში

13 აპრ 2026

პოლონურმა და სლოვაკურმა მედიამ უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს  სპეციალური გადაცემები მიუძღვნეს. პოლონური ტელევიზიის ტი-ვი-ენის წამყვანმა არჩევნების შედეგებს „ტექტონიკური ცვლილება“ უწოდა, ხოლო სლოვაკურმა მაუწყებელმა მას „უზარმაზარი საარჩევნო სიურპრიზი“ უწოდა, რომელსაც მთელი ევროპა ადევნებდა თვალყურს“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უნგრეთის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ევროპა ავტორიტარული მმართველობის გარდაუვალ გზაზე არ დგას.

„ყველას ეშინოდა, რომ ავტორიტარული, კორუმპირებული რეჟიმებისკენ მიდრეკილება არსებობდა“, - განაცხადა ტუსკმა სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტის დროს.

ტუსკის თქმით, მან  „ტისას“ ლიდერ პეტერ მადიარს, გამარჯვება უკვე მიელოცა. პოლონეთის ლიდერმა არაერთხელ გააკრიტიკა ორბანის მთავრობა მოსკოვთან მჭიდრო კავშირების გამო.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ასევე  მიულოცა მადიარს არჩევნებში გამარჯვება. ფიცოს მმართველობის დროს, რომელიც ხელისუფლებაში 2023 წელს დაბრუნდა, სლოვაკეთი უნგრეთის ახლო მოკავშირე იყო, ორივე მეზობელი ინარჩუნებდა თბილ ურთიერთობებს მოსკოვთან და ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის სანქციებს.