სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველადი გადამუშავება შეწყვეტილია

15 ნოე 2025

რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ ნავთობის პირველადი გადამუშავება შეწყვეტილი აქვს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თავდასხმა 11 ნოემბერს მოხდა. წყაროს ინფორმაციით, ქარხანა შესაძლოა, თვის ბოლომდე გაჩერებული იყოს. რეგიონის გუბერნატორი აღნიშნავს, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.