თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი საფრანგეთში, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა

14 აპრ 2026

თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა, გიორგი ბოლოთაშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გამართულ ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ოპერატიული ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლისა და თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიები განიხილეს.

"ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროები წარმოადგენენ ძირითად საკომუნიკაციო არხს ინტერპოლსა და მისი 196 წევრი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის. აღნიშნული სტრუქტურები უნიკალურ როლს ასრულებენ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.