მეწყერს ინდონეზიაში მსხვერპლი მოჰყვა

15 ნოე 2025

ინდონეზიის პროვინცია ცენტრალურ იავაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა. ქალაქ ჩილაჩაპში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, დაკარგულად ითვლება 12 ადამიანი. ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 3 გარდაცვლილი გუშინ, 8 კი დღეს იპოვეს. ექსპერტები წვიმიან სეზონს პროგნოზირებენ.