პორტუგალიაში ქარიშხალ „კლაუდიას“ სამი ადამიანი ემსხვერპლა

16 ნოე 2025

პორტუგალიაში ქარიშხალ „კლაუდიას“ 3 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბრიტანეთსა და ირლანდიაში მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.

ქარიშხლის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა და დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პორტუგალიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, რამდენიმე რეგიონში წითელი დონე გამოცხადდა.