პარლამენტი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს

15 აპრ 2026

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა. მათ მინისტრს 19 კითხვა გაუგზავნეს.

კითხვები ძირითადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება.