სალოტბარო სკოლების ფესტივალი

16 ნოე 2025

საქართველოს სალოტბარო სკოლების ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურა. 

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართული საღამო ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა. შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები.

საღამო, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა.