პროკურატურამ არასრულწლოვანი პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

18 ნოე 2025

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 12 წლის გერის საძინებელში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა   დაამონტაჟა და ამ  გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა .
პროკურატურის  ინფორმაციით   ამოღებულია  ელექტრონული მოწყობილობები, რომელშიც  აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.