წითელი ნუსხით დაცული - წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი

19 ნოე 2025

ზესტაფონის სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული - წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა სამართალდამღრვევმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. 

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, ხოლო  სამასალე მერქანი გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.