მარიამ ქვრივიშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

19 ნოე 2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორქ პაპოიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო - სომხეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები როგორც ორმხრივ, ისე გაფართოებულ ფორმატში.