ჩეხეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

20 ნოე 2025

ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო 40-მა მსუბუქი დაზიანებები მიიღო - იტყობინება ადგილობრივი მედია.

სახანძრო-სამაშველო სამსახურების მონაცემებით, ავარია პრაღიდან სამხრეთით დაახლოებით 132 კილომეტრის მოშორებით მდებარე რეგიონში მოხდა. 

ავარიის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მატარებელმა, სავარაუდოდ, მოძრაობის წესები დაარღვია.