ნინო წილოსანი - "ეს არის სწორედ ის კარგად დამუშავებული სქემა, რომელსაც არაფორმალური ძალები იყენებენ უცხო ქვეყნებში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად "

18 აპრ 2026

"ეს არის სწორედ ის კარგად დამუშავებული სქემა, რომელსაც არაფორმალური ძალები იყენებენ უცხო ქვეყნებში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, რევოლუციების და არეულობის მოსაწყობად. ეს არის ის გზა, რომელზეც ოპოზიცია არაერთხელ მდგარა, სადაც არაერთხელ განუცდია მარცხი და ვფიქრობ, ახლაც მარტივი განსაჭვრეტია, რომ ეს მარცხისთვის განწირული გზაა," - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ოპოზიციას რევოლუციურ სცენარებს "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.