18 აპრ 2026
ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის მცდელობის დროს სულ მცირე ორ გემს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას მედია საზღვაო მონიტორინგის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა მას შემდეგ მოხდა რაც ირანმა ჰორმუზი სრუტე რამდენიმე საათით გახსნა და რამდენიმე გემმა საზღვაო ზოლში გადაადგილება დაიწყო. გავრცელებული ცნობით, საერთაშორისო კოლონა, რომელსაც სრუტეში გავლის იმედი ჰქონდა უკვე დაიშალა და სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო მოძრაობა