საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

18 აპრ 2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.  

ხაზი გაესვა ასამბლეის  საქმიანობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია გლობალური, ეკონომიკური, სოციალური  კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჩვენი ქვეყნებისათვის არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ ჩვენი კულტურული იდენტობის, ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია.
მისივე თქმით, სწრაფად ცვალებად სამყაროში,  ჩვენი ერები ამ მყარ ფუნდამენტზე დგომით იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა  შეხვედრაზე ასევე ისაუბრა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ღვაწლის შესახებ და დელეგაციის წევრებს გულწრფელი სამძიმრისა და თანაგრძნობისათვის მადლობა გადაუხადა.