კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა - არის მსხვერპლი

19 აპრ 2026

კიევში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ტეროსიტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ავრცელებს.
რუსლან კრავჩენკოს განცხადებით, ტერორისტული ქმედებების შედეგად დაიღუპნენ 11 წლის ბიჭის მშობლები, თავად არასრულწლოვანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პროკურატურის ცნობით, განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.  
უწყების ცნობით, ასევე  ლიკვიდირებულია მსროლელი, 1986 წელს მოსკოვში დაბადებული დმიტრო ვასილჩენკო. ცნობისთვის, გასულ დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში მსროლელმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა.