ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა არ მოიხსნება

19 აპრ 2026

ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება ვიდრე, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა არ მოიხსნება - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, საზღვაო ძალებმა ასევე გააფრთხილეს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მყოფი გემები, რათა არ შევიდნენ სრუტეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ „მტრად“ აღიქვამენ. ცნობისთვის, აშშ-ირანის ომის დაწყებიდან ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ირანი აცხადებდა, რომ სრუტეს იმ პირობით გახსნიდა, თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ ომს შეაჩერებდა. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. ამავდროულად, აშშ-მა ირანის პორტების ბლოკირება გააგრძელა, რის გამოც თეირანმა გახსნიდან რამდენიმე საათში სრუტე კვლავ ჩაკეტა.