19 აპრ 2026
„არქი“ – Archi პარტნიორებთან ერთად თბილისში „ტრამპ თაუერს“ ააშენებს, – ამის შესახებ კომპანია „არქის“ დამფუძნებელი, ილია წულაია სოციალურ ქსელში წერს.
„ტრამპ თაუერი“ საქართველოს უძრავი ქონების სექტორს სულ სხვა დონეზე აიყვანს!
ვამაყობ, რომ მე, როგორც „არქის“ დამფუძნებელი მონაწილე ვარ ამ ისტორიული მოვლენის!“, - წერს ილია წულაია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია, პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს.
ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ს აშენებას გეგმავს.