სპორტის მინისტრმა მარკ იგანს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

21 ნოე 2025

სპორტის მინისტრმა იაპონიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრ მარკ იგანს ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

შეხვედრაზე ისაუბრეს შემოდგომის ტესტ-მატჩების ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და რომელზეც საქართველო იაპონიას დაუპირისპირდება.

მხარეებმა ასევე ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.