პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებულია

21 ნოე 2025

ქართველმა პარამოფარიკავემ გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდა, თიბილაშვილი კი ვერცხლს დასჯერდა.

ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა, მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელ ჰატერს 15:7 მოუგო.