„გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს

21 ნოე 2025

ბელგრადში ხვალ ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს სახელით „გოლდენ გორი“ მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ღირსებას დაიცავენ: ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, თამაზ ბიგანაშვილი და გურამ თუშიშვილი.