19 აპრ 2026
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.
ჩემპიონატის მეოთხე დღეს ჩემპიონობა იზეიმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ილია სულამანიძემ (-100 კგ) მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი - ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა პირველად მოიპოვეს ოთხი ოქროს მედალი და ისტორიაში პირველად საქართველოს ოთხი ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) იზეიმეს. ვერცხლის მედლები გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი ილია სულამანიძე (-100 კგ) გახდა.
კონტინენტის პირველობა 16 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, ასპარეზობა პირველად 2009 წელს ჩატარდა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.