20 აპრ 2026
ლუიზიანას შტატის ქალაქ შრივპორტში, მასობრივი მკვლელობა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რვა ბავშვი მოკლა, რომელთა ასაკი 1-დან 14 წლამდეა. დაღუპული რვა ბავშვიდან 7 თავდამსხმელის შვილი იყო. ინციდენტი ოჯახურ ძალადობად შეაფასეს.
თავდამსხმელი, რომელიც ავტომობილით მიმალვას ცდილობდა, პოლიციამ დევნის დროს გაანეიტრალა- განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. კრიტიკულ მდგომარეობაშია მოკლული ბავშვების დედა და კიდევ ერთი ქალი.
ლუიზიანის შტატის წარმომადგენელმა მომხდარს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი უწოდა. პოლიცია დანაშაულის მოტივის დადგენაზე მუშაობს.