20 აპრ 2026
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა ჩაკეტვის შემდეგ, სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა არ შესრულდეს. მხარეებს შორის ურთიერთობა აშშ-ის მიერ ირანული სატვირთო გემის დაკავების შემდეგ დაიძაბა, რომელმაც მისი ბლოკადის გარღვევა სცადა.
ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება. იქს-ზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებენ საზღვაო ქვეითები ირანის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემ ტუსკას.
აშშ-ის სამხედროებმა მანამდე განაცხადეს, რომ კვირას ექვს საათიანი დაპირისპირების შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს ირანის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს, რომელიც ირანის ბანდარ აბასის პორტისკენ მიემართებოდა, რის შედეგადაც მისი ძრავები მწყობრიდან გამოვიდა.