რუსეთში ტერაქტის მცდელობისას გერმანელი ქალი დააკავეს

20 აპრ 2026

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა  დააკავა 57 წლის გერმანელი ქალი, რომელსაც ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ედო.

გავრცელებულ კადრებში ჩანს ქალის დაკავების მომენტი. სპეციალისტებმა  მის ზურგჩანთაში არსებული  ნაღმები ააფეთქეს. 

რუსული ეფეს-ბე-ს ინფორმაციით, გერმანელი ქალი, რომელსაც 1.5 კგ ტროტილის ექვივალენტის ბომბი ჰქონდა, უკრაინის დაზვერვის დავალებით სტავროპოლის მხარეში სამართალდამცავი ორგანოების ობიექტზე თავდასხმა უნდა განეხორციელებინა.