„არაფორმალური განათლების აღიარება, მიღწევები და გამოწვევები" - სამუშაოების მაძიებლებს დიპლომები და სერთიფიკატები გადაეცათ

20 აპრ 2026

არაფორმალური განათლების აღიარების ფარგლებში სამუშაოს 20 მაძიებელს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები და სერთიფიკატები კოლეჯ ბლექსისგან გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვორქშოფიც, სადაც სფეროში არსებულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კოლეჯ ბლექსიში აჭარის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამით "დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება გადამზადების გზით" 2025 წელს 20-მა მაძიებელმა ისარგებლა, მათგან ექვსმა დიპლომი მოიპოვა, 14 მათგანზე კი სხვადასხვა მოდულით ჯამში 88 სერთიფიკატი გაიცა. 

პროექტი მეოთხე წელია ხორციელდება, ამ წლების განმავლობაში პროგრამას 80 მაძიებელი ჰყავდა.  ჯამში კი პროგრამის დაწყებიდან დღემდე 10 დიპლომი და 343 სერთიფიკატია გაცემული.