ალექსანდრე თოფურია დღეს ბეკზატ ალმახანთან იჩხუბებს 

22 ნოე 2025

დღეს კატარში UFC-ში მეორე ორთაბრძოლას გამართავს ალექსანდრე თოფურია, რომლის მოწინააღმდეგე ყაზახი მებრძოლი ბეკზატ ალმახანი იქნება.

ალექსანდრემ და მისმა მოწინააღმდეგემ წონა წარმატებით დააფიქსირეს. ეს კი იმას ნიშნავს, ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის.

ცნობისთვის დღევანდელი საღამოს მთავარი ბრძოლა დენ ჰუკერისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება იქნება, ხოლო თანამთავარ ბრძოლაში იან გარი ყოფილ ჩემპიონ ბელალ მუჰამედს დაუპირისპირდება.